ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილი ხდება, დაჭრას წინ უძღოდა სახელოსნოში დაკავებულსა და დაჭრილებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის 1 წლის წინ დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის კაცმა ავტოსახელოსნოში 4 ადამიანი დაჭრა. კაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევა ბათუმში გუშინ, 22 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე