დიდუბეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამეწარმეო სამუშაოების დარღვევით წარმოებას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აფეთქების შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

ექიმ გუგა ქაშიბაძის განმარტებით, დაზარალებული 68 წლის ქალბატონს სხეულის 25% აქვს დამწვარი. მეორე პაციენტი კი 29 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. პაციენტს სხეულის 13% აქვს დაზიანებული. 

 „68 წლის ქალბატონს მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მას აღენიშნება  მეორე და მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დამწვრობა, ს. დაზიანებული აქვს სახე და კიდურებიც.  მეორე პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას სახე და მხოლოდ მტევნები აქვს დამწვარი. მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი“ -  ამბობს  გუგა ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, რომ დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩა ნომერ 2-ში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. დაშავდა სამი ადამიანი, თუმცა ერთის გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ გახდა. დანარჩენები კი სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში, კიდურების დამწვრობით გადაიყვანა.

ადგილზე ამბობენ, რომ შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, მიტოვებული საწყობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი