
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ამერიკაში გასულ 24 საათში კორონავირუსისი 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 076 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ჯამში ამერიკაში კორონავირუსის 5 248 854 დადასტურებული შემთხვევაა, 167 110 ადამიანი გარდაიცვალა, 1 774 648 კი გამოჯანმრთელდა.
ამერიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერია. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 მილიონს უახლოვდება.