ქალის ცხედარი ბეჭდით, რომელსაც ეწერა ზაზა, გუშინ კაცის ცხედარი ბეჭდით, რომელსაც აწერია ალინა - ზაზა მესხის ოჯახის წევრი

გამოქვეყნდა:

შოვში დაკარგული ზაზა მესხის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიის ზონაში იპოვეს კაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა. 

"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა. ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ეხლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული. - განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ", - წერს ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე.

გარდა ამისა, ინფორმაციას ავრცელებს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლეც, რომელიც წერს, რომ შოვში ნაპოვნი კაცის ცხედარი "დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა". ოჯახი დნმ-ის ანალიზს ელოდება.

ზაზა მესხი რაჭაში ოჯახთან - ცოლთან და სამ შვილთან ერთად ისვენებდა. შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა მისი ცოლის, ალინა პოლი პოლიკოვსკასა და უფროსი შვილის ცხედრები იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი