კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტალის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარს" გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ გიუნაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, ინფიცირებული ქალი ჰოსპიტალში მედდის პოზიციაზე მუშაობს.
"როგორ დაინფიცირდა და ვინ ვისი კონტაქტია ამის დადგენას ვცდილობთ. უკვე მესამე პირია, რომელიც კოვიდ 19-ით არის ინფიცირებული ბოლო დროს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში"- ამბობს გიუნაშვილი.
ცნობისთვის, თავდაპირველად ვირუსი ჰოსპიტალის ექიმს 7 აგვისტოს დაუდასტურდა, ამის შემდეგ, მასთან კონტაქტში მყოფი 2 მედდაც კოვიდ დადებითი აღმოჩნდა.
სულ რამდენი პირია რეგიონში ვირუსით ინფიცირებული უცნობია, არც რეგიონული ჯანდაცვის ხელმძღვანელი და არც სხვა უწყებები მედიასთან არ კონტაქტობენ და ინფორმაციას მალავენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი