
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი და სამხრეთის ქალაქი მარსელი კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ზონებად გამოცხადდა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ადგილობრივ მთავრობას ვირუსის შესაკავებლად დამატებითი ზომები მიიღოს.
ამ ორ ქალაქში შესაძლოა ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების, რესტორნებისა და სხვა ბიზნესისი შეზღუდვები დაწესდეს. პარიზშიც და მარსელშიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
ქალაქები განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან, რადგან ისინი მჭირდორდ არიან დასახლებულები ახალგაზრდებით, რომლებსაც , ინტენსიური სოციალური აქტივობა აქვთ, - თქვა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ჯერიმ სალომონმა.
მთავრობამ ორი ქალაქი "წითელ ზონად" მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფექციის მკვეთრი მატება დაფიქსირდა. გუშინ, 13 აგვისტოს, ზედიზედ მეორედ ქვეყანაში 2 500-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.