რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გორგასლიძე გადადგა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა.

მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა, - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

გიორგი გორგასლიძემ აღნიშნული თანამადებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ პოსტი დატოვა. ის მოვალეობას პრზიდენტის არჩევნებამდე, ანუ სავარაუდოდ, დეკემბრის თვემდე ასრულებდა.

პირველ პრესკონფერენციაზე გორგასლიძემ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი რაგბის კავშირის მიერ ოგანიზებული ჩემპიონატების ჩატარება იქნებოდა. მისი თქმით, მთავრობასთან ფინანსებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა.

დღეს, 14 აგვისტოს სარაგბო კლუბების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, მათი თქმით, ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან და ხელისუფლების დახმარების გარეშე "რაგბი ჩამოიშლება". კლუბების წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი