თეთრიწყაროში სოფელ ჩხიკვთაში მაცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ აქციაზე გასვლას ადგილობრივებს საკრებულოს წევრი უკრძალვდათ.
დაურეკეს ჩემი ქმრის უფროსს, პირდაპირ სამსახურში და უთხრეს ჩემზე, ძალიან აქტიურობს ამ წყალთან დაკავშირებით და ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება დავით ხიდაშელს. თქვენც გაგანთავისუფლებენ სამსახურიდან და თქვენ მეუღლესაც გაათავისუფლებენ. რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უფლება არ მაქვს წყალი მოვითხოვო?! - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თვეზე მეტია წყალი არ აქვთ და ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პროექტი ხორციელდება და მაქსიმუმ ერთ თვეში წყლის მიწოდება აღდგება.