თავდასხმა "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე - ემა გოგოხიას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტი ემა გოგოხია ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. საქმე ეხება მესტიაში, სოფელ ხაიშში ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორზე ჯგუფურ თავდასხმას, რა დროსაც მათ კამერა, მიკროფონი, გადამცემი აპარატი  და მობილური ტელეფონი წაართვეს, ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს იღებდნენ.

"ეს არის პირველი დაკითხვა, ფაქტზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური გააგრძელებს. გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთ სახერხ საამქროში მოჭრილ ხის მორებს ვიღებდით, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო უკანონოდ მოჭრილი ხის მორები. ამ თემის გაშუქებას მოსახლეობა კონფიდენციალურობის დაცვით გვთხოვდა, რადგან შოვის ტრაგედიის შემდეგ ისინი არიან შეშინებულები და როგორც განმარტავენ, იმ მთის ძირში ცხოვრებენ, რომელზეც ხეები უკონტროლოდ იჭრება", - ამბობს ემა გოგოხია.

თავდამსხმელებს შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც დაახლოებით 5 თვის წინ იმავე თემის გაშუქების დროს ჩვენ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი