მსხვერპლით დასრულდა ავარია ქარელში. "მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
"ოპელის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოძრავ ორ, შუახნის მამაკაცს დაეჯახა, ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.