სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ოჯახი დააყაჩაღეს - ნაცემია მამა-შვილი

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5 შეიარაღებული პირი უსუფაშვილების ოჯახში გუშინ, გვიან ღამით შეიჭრა და დააყაჩაღა. წაღებულია ფული, 50 000 დოლარი და ძვირფასეულობა. თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. 

ნაცემია მამა-შვილი ზაურ და დავით უსუფაშვილები. 

ოჯახს წლებია მზესუმზირის ბიზნესი აქვს და თანხა სესხის სახით, ბანკიდან ჰქონდათ გამოტანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი