საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინა. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. დაყადაღებულია ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.

უწყების თქმით, ქოლ-ცენტრი საეჭვო საქმიანობას ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები," - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი