საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3  პაციენტი. ნფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 15 აგვისტოს დადასტურებული 15 შემთხვევიდან, 9-ის წყარო ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობაა, 4 შემთხვევა დადასტურებულთან კონტაქტია, 1 შემოტანილია და სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 შემთხვევის წყაროს დასადგენად კი ეპიდემიოლოგიური კველვა გრძელდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1321
  • გამოჯანმრთელებულია - 1088 
  • მათ შორის გარდაცვლილია -  17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -   მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 21 მილიონს უახლოვდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი