ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გაპროტესტებისათვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 13 სექტემბერს გამოაცხადებს.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჯამში, ინციდენტის მონაწილე 40-მდე პოლიციელი და სამოქალაქო აქტივისტი გამოიკითხა. დღევანდელ სხდომაზე კი ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს და მხარეებმა დასკვნთი სიტყვა წარმოთქვეს. აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთთან კოლაბორაციაშია და ვინც ამაზე ხმამაღლა ილაპარაკებს, ყველას დასჯა-დაშინების პოლიტიკას ატარებს.
შეგახსენებთ, 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისათვის, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა.
ყველა მათგანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ავტორი: ია გულიაშვილი