კარანტინში ყოფნის დროს, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი დღეს გამთენიისას, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
დაშავებულის მეუღლე თვითმკვლელობის ვერსიას ცალსახად გამორიცხავს და ბათუმის სასტუმროს კამერების ჩანაწერს ელოდება. ის ამბობს, რომ გამოძიებაში არსებული მასალა მისი მეუღლის არაადეკვატურ ქმედებებზე საეჭვოა, რისთვისაც კამერების ჩანაწერს მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
შემთხვევა გუშინ, 14 აგვისტოს, სასტუმრო"ლეგასში" მოხდა