"კრიმინალური ავტორიტეტები" გორელ ბიზნესმენს $10 000 სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მანქანა დაუწვეს - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი "კრიმინალური ავტორიტეტები" გორელ ბიზნესმენს 10 ათას დოლარს სთხოვდნენ, რაზეც ვაჟა ბერიანიძისგან უარის მიღების შემდეგ მას მანქანა დაუწვეს. ბერიანიძის მანქანას ცეცხლი მისივე სახლთან წაუკიდეს. შემთხვევა ორი დღის წინ, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ღამის საათებში მოხდა. 

კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შემთხვევას წინ უძღოდა, "მთავარ არხს" კარგად ინფორმირებული წყარო აწვდის. წყაროს ცნობით, ფულის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ "კრიმინალური ავტორიტეტები" გაბრაზდნენ და ბიზნესმენის სახლთან გაჩერებული მერსედესის მარკის ავტომანქანა დაწვეს.

ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და საგამოძიებო უწყებას წესით დამნაშავეების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. 

დაზიანებული მანქანა კი გორის პოლიციის მიმდებარედ,  საჯარიმოზეა გადაყვანილი. 

მომხდართან დაკავშირებით დუმს ბიზნესმენი ვაჟა ბერიანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი