გორში, მაღაზიის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა ისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა - სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

გამოქვეყნდა:

გორში, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა მაღაზიაში რამდენჯერმე გაისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა. კრიმინალური შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პუშკინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით,  სავარაუდო დამნაშავე, ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და გორის პოლიციაშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია დაიწყ თუ არა გამოძიება და რა მუხლით.

არსებული ინფორმაციით კი თავდამსხმელმა სუპერმარკეტ "დეილიდან" რამდენიმე ასეული ლარი იარაღის მუქარით გაიტაცა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი