თაღლითობა სპორტული ფედერაციების სახელით | Post Factum-მა ე.წ. ქოლცენტრების საარქივო ჩანაწერები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

დღეს Post Factum-ში პირველად გაჩვენებთ მასალებს, რომელიც ადასტურებს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების მთავარი ოპერატორი და ორგანიზატორი პირდაპირ იყო დაკავშირებული ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ადამიანი, რომელიც საქართველოში ხელშეუხებლობის უმაღლესი გარანტიებით სარგებლობდა, ვინმე ბენს, ლამის მთელი მსოფლიო ეძებდა ფინანსური დანაშაულისა და თაღლისთობისთვის. აქ კი სპეციალურად მისთვის ბეისბოლის ფედერაცია შექმნეს, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ შავ ფული კიდევ უფრო სწრაფად დალექილიყო ოფშორებში. ასევე ჩვენს ხელთ აღმოჩნდა საარქივო ჩანაწერები, რომელიც ათასობით მსხვერპლის შესახებ ინახავს ინფორმაციას, და დეტალურად ხდის ფარდას - ვინ, როგორ და რამდენს პარავდა დაზარალებულ ადამანებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი