მკვლელობა ლენტეხში - ორად გაყოფილი სოფელი ბაბილო და ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ერთი გვარის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა. გარდაცვლილი ფრიდონ ქურასბედიანის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხევაში კი შურისძიებით იმუქრება.
ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობამდე ბრალდებული თავისსავე მოგვარეს დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა. დაკავებულის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და ტრაგედიის შემდეგ მამაკაცი სამართალამცველებს თავად ჩაბარდა.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა ყოფით ნიადაგზე დიდი ხანია მიმდინარეობს. მოკლული ფრიდონ ქურასბედიანი რონალდ ქურასბედიანისგან არაერთხელ იყო გაფრთიხებული, რომ მისი მსხვილფეხა საქონელი მის კუთვნილ ტერიტორიაზე აღარ გადასულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, როლანდ ქურასბედიანმა ადგილობრივ პოლიციას არაერთხელ მიმართა და კონფლიქტში ჩარევა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მუქარის შესახებ იცოდა, არცერთი მოდავის ოჯახში არ მისულა და მათ არ გასაუბრებია.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ როლანდ ქურასბედიანს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. მათი თქმით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის განზრახ დაზიანებას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.