მთავრობის ადმინისტრაციასთან ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დააკავეს. 

ახალგაზრდული ორგანიზაცია აქცია-პერფორმანს მართავდა პრემიერმინისტრის ჩარტერთან დაკავშირებით. ისინი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი