ავარია ფონიჭალაში - დაიღუპა 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

გამოქვეყნდა:

თავდაპირველად ტექსტში მითითებული იყო, რომ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის უწყებასთან დაზუსტების შემდეგ ინფორმაცია გასწორდა.

ფონიჭალაში გვიან ღამით მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ავარიის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, მათგან 2 არასრულწლოვანია. მძიმეა კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.

ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი