საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

16 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი არ გაზრდილა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 16 აგვიტოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევბი შემდეგნაირად ნაწილდება:

2 ლენჯერის კლასტერთანაა დაკავშირებული, 9 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია და ორივე სატვირთო მანქანის მძღოლია. ქობულეთში გვაქვს 3 შემთხვევა და სამივე დაკავშირებულია კაფე-ბართან. სიტუაცია სრულად მართვადია როგორც ქობულეთში ისე ქვეყანაში, - ამირან გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 336
  • გამოჯანმრთელებულია - 1 088 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 21 მილიონს უახლოვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი