სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, დაახლოებით 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

თუშეთში, სოფელ ომალოში, გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული. ის, სავარაუდოდ, კაცს ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა წელიწადზე მეტი დროის წინ უნდა მომხდარიყო.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი