
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ( WHO) მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
WHO-ს მონაცემებით, გასულ დღეს მსოფლიში კორონავირუსის 294 237 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 9 985 ადამიანი კი გარდაიცვალა.
წინა ანტირეკორდი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 31 ივლისს აღრიცხა, მაშინ ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 292 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 21 მილიონს აჭარბებს.