Bauhaus-ის თანამშრომლების დაკარგვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბარ ბაუჰაუსის ორი თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს 21:00 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ "ბაუჰაუსის" 2 თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი ბარის ტერიტორიიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი