მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში. რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ანტი ნარკოტიკული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 46 პირი, რომელთაგან 36-ს ბრალი აკრძალული ნივთიერების რეალიზაციაში ედება. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებ სხვადასხვა ადგილზე ტოვებდნენ, და შემდეგ ინტერნეტით ანონიმურად ყიდდნენ. ერთ ერთი ჯგუფი სამალავად სვეტიცხოვლის ეზოასაც იყენებდა.