მაღაზიის თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა, პოლიციის მისამართით ისროლა - ბათუმში 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი,1972 წელს დაბადებული, ე.მ. დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.

ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა,რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი