ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გაპროტესტებისათვის დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს იურისტის ინფორმაციით, ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გაპროტესტებისათვის დაკავებული პირების სასამართლო დასრულდა. 16 საქმიდან - 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, 3 საქმეზე სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ოსებ აბრამიძემ მიიღო.

"გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა) დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან - 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173 მუხლის ნაწილში - 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ.

ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს", - წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისათვის, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა. ყველა მათგანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი