შეიარაღებული თავდასხმა სენაკში - თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. შემთხვევის დროს სახლში 85 წლის ქალი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახიდან თანხა დანის მუქარით წაიღეს.
თემურ ბიგვავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. სავარაუდოდ, დამნაშავეებისთვის ცნობილი იყო, რომ ოჯახი სახლში მასალის შესაძენ ფულს ინახავდა. პოლიციამ ოჯახი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ წართმეული თანხის რაოდენობა მედიასთან არ დაესახელებინათ.
ამ დროისთვის თემურ ბიგვავას სახცხოვრებელ სახლში საგამძიებო მოქმედებები ტარდება.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში იარაღი ფიგურირებს და გამოძიება წესით, ყაჩაღობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, შსს-მ საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღძრა