ფარცხალაძის კრიმინალური წარსული - საქმეები, რომლებშიც დანაშაული იკვეთება

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირდაპირ მთავარი პროკურორის რანგში გაიცნო.  ფარცხალაძე 2013 წელს მთავარ პროკურატურაში ე.წ. ფინანსური პოლიციიდან მივიდა.

მაშინ მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე ქურდობისთვის ნასამართლევი პირი დანიშნა. ფარცხალაძემ პროკურორის თანამდებობა მალევე დატოვა, თუმცა არაერთ სკანდალში გაეხვა. რომ არა კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, ის საბრალდებო სკამზე, სავარაუდოდ, არაერთხელ აღმოჩნდებოდა. 

ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წაუყენეს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. 2021 წელს სასამართლომ ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გაამართლა.

საქმე აღიძრა "ომეგა ჯგუფის" სკანდალზეც, 2018 წლის შემდეგ რა ეტაპზეა გამოძიება უცნობია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი