დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პოლციაში კითხავენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პოლციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები.

ორ ახალაგზრდას უკვე მეორე დღეა  ეძებენ. ისინი კაფე-ბარ Bauhau-ში ერთად მუშაობდნენ და ახალგაზრდების კვალი ვერცხლის ქუჩაზე, გამთენიისას 5 საათზე იკარგება.

გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის თანამშრომლები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ ახალგაზრდები კაფედან ერთად გავიდნენ და მალე დაბრუნებას აპირებდნენ. მათ ჩანთებიც კი არ წაუღიათ. ოჯახის წევრებმა მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან და ამ თემაზე მედიასთან საუბარიც არ სურთ.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს 21:00 საათზე შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი