ბათუმში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ყირგიზეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, ყირგიზეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე (1987 წ. დაბადებული მ.დ. და 1988 წელს დაბადებული მ.ბ.) დააკავეს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი