"სპეციალურად ჩვენი დაწერილია, რომ თქვენისთანა კლინიკები დავხუროთო" - ანზორ მელია ახალ რეგულაციებზე

გამოქვეყნდა:

სამედიცინო კლინიკებში ახალ სავალდებულო რეგულაციებს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი ანზორ მელია "ერთი კლინიკისთვის" დაწერილს უწოდებს და ამბობს, რომ 
რეგულაციები ქართული მედიცინის განვითარებას არ ემსახურება

ეს არის ერთი კლინიკისთვის დაწერილი დადგენილება. ეს არ არის ქართული მედიცინის განვითარებისთვის დაწერილი და დამღუპველია მონოპროფილური კლინიკებისთვის.
ერთ-ერთი დიდი საავადმყოფოს ქირურგმა და რეანიმატოლოგმა არც დამალა და თქვა, სპეციალურად ჩვენი დაწერილია, რომ თქვენისთანა კლინიკები დავხუროთო-  ამბობს ანზორ მელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს წერილი მიწერა და რეგულაციების ახალი პაკეტის ამოქმედების ვადის ორი წლით გადავადებისკენ მოუწოდა.

სავალდებულო რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ თავად კლინიკებიც. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლება მათთვის მძიმე ფინანსური ტვირთია.

საქართველოს მთავრობის N149 დადგენილება, სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი