გოცირიძე ტიკარაძეს წერილით მიმართავს და სთხოვს, კლინიკებისთვის რეგულაციების ამოქმედების ვადა გადაწიოს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატი, რომან გოცირიძე, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტის ამოქმედების ვადა ორი წლით გააგრძელოს.

როდესაც ასეთი მსხვილი კლინიკები ამბობენ, რომ შეუძლებელია წლის ბოლომდე მოთხოვნების შესრულება, რა უნდა გააკეთონ საშუალო და წვრილმა კლინიკებმა - დაიხურებიან. ფაქტობრივად ამით კონკურენციას სპობენ. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს გამოიწვევს მომსახურების ფასის გაზრდას, შეუძლებელია, რომ ერთბაშად ეცე ყელში და რაღაც მოთხოვო, მითუმეტეს, როცა მთავრობის ბრალია კლინიკების ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, - თქვა რომან გოცირიძემ.

სავალდებულო რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ თავად კლინიკებიც. მატი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლება მათთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. კლინიკის წარმომადგენლები დახმარებისთვის  მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ და ამბობენ, რომ რეგულაციების შესრულება აუცილებელია, თუმცა ასეთ მოკლე პერიოდში თითქმის შეუძლებელი.

საქართველოს მთავრობის N149 დადგენილება, სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი