მკვლელობა და ორი ყაჩაღობა - ბოლო 24 საათის კრიმინალური ქრონიკა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა, შეიარაღებული თავდასხმა, ორი ყაჩაღობა - ეს ბოლო 24 საათის განმვალობაში მომხდარი კრიმინალური ფაქტებია.   

გუშინ საღამოს 8 საათზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიან დაპირისპირებას წინ კონფლიქტი უძღოდა. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. შსს-მ ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა იპოვა ის ატრიბუტები, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისა და გამოყენებისთვის არის საჭირო. მუდმივი ვიდეო მეთვალყურეობის მიუხედავად, ეს ადგილი სავარაუდოდ უკონტროლოა.

სასტიკად გაუსწორდნენ საპენსიო სააგენტოს თანამშრომელს, რომელსაც შუახევის რაიონის სოფლებში პენსიონერებთან მათი კუთვნილი თანხა მიჰქონდა. 

ნოდარ დავითაძეს ორი შეიარაღებული თავდამსხმელი გაუსწორდა.ნიღბიანებმა ის ჯერ დააბეს, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ.

"მთავარის" ინფორმაციით, წაღებულია 7 ათას ლარზე მეტი. ნაცემი მამაკაცი შუახევის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

სამეგრელოში 85 წლის პენსიონერს 3 ნიღბიანი საღამოს 4 საათზე დაესხა თავს. დაზარალებული რამდენიმე საათის განმვალობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ და ცივი იარაღის მუქარით აიძულებდნენ ეთქვა, სად ინახავდა თანხას, საცხოვრებელი სახლიდან ჩვენი ინფორმაციით დიდი რაოდენობით ფული წაიღეს.

დამნაშავეებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ოჯახში თანხა ინახებოდა, რადგან დაზარალებულს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში იარაღი ფიგურირებს და გამოძიება წესით, ყაჩაღობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, შსს-მ საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღძრა 

ოპოზიციის აზრით, სახეზეა ტოტალური და სისტემური კრიზისი, ვინაიდან კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფი ხელისუფლება ვერ ახერხებს ვითარების კონტროლს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი