გართობა "ჰავანაში" და ქობულეთი ჩაკეტვის საშიშროების წინაშე - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა.  ორი ქობულეთში მდებარე კაფე "ჰავანას" უკავშირდება, ბუნგალოს 50-ზე მეტი თანამშრომელი კარანტინშია, თუმცა კაფე ფუნქციონირებას ისევ აგრძელებს.

კადრებში, რომელიც ქობულეთში, ბუნგალო "ჰავანაშია" გადაღებული, კარგად ჩანს, რომ დამსვენებლები რეკომენდაციებს არ იცავენ.

თითქმის უკვე ერთი კვირაა ქობულეთი ეპიდემიის გავრცელების წინაშე სწორედ კაფე "ჰავანას" თანამშრომლის ინფიცირების გამო დგას. 

წითელ ზონად რჩება მესტია. ​ჩაკეტილი სვანეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.დგილობრივები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ რეგიონი ხელისუფლებამ უმიზეზოდ ჩაკეტა და მათ ფულს covid 19-ის დიაგნოზის სანაცვლოდ სთავაზობენ.

მესტიაში მცხოვრებლებმა არ იციან, როგორ გაუძლებენ მკაცრ ზამთარს, რადგან გამკაცრებული წესების გამო ადგილობრივები მზადებას ვერ იწყებენ. ლენჯერის მოსახლეობა კი ქუჩაში მასობრივი გამოსვლებით იმუქრება.

მოქალაქეები, რომლებმაც მთავრობის მოწოდება გაითვალისწინეს და შიდა ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყეს, ახლა კარანტინში არიან და დახმარებას ითხოვენ.

მთელი დღის განმავლობაში კარანტინში მყოფი მოქალაქეები "მთავარ არხს" უკავშირდებოდნენ და უკმაყოფილებას მესტიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე გამოთქვამდნენ. ირკვევა, რომ მოქალაქეები, რომლებმაც რეგიონი ჩაკეტვამდე დატოვა, ეპიდემიოლოგებს არ მოუძებნიათ და კოვიდ19-ზე არ შეუმოწმებიათ.

ჩაკეტილ რეგიონში პრობლემები სასტუმროს მეპატრონეებსაც შეექმნათ, სადაც საკარანტინე სივრცეებია მოწყობილი უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ და ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებდნენ. 

სვანეთში არსებულ რთულ ვითარებაზე დღეს პოლიტიკოსებიც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმ მოქალაქეების პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც მათ კარანტინის დროს სჭირდებათ. ამ ბრალდებებს კი ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით,მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი