ყაჩაღობა შუახევში - პოლიციამ ორი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

სოფელ ჩანჩხალოში, თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, თავმდამსხმელები "ლიბერთი ბანკის" გამვლელ მოლარე-ოპერატორს თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით პენსიონერების კუთვნილი 7000 ლარამდე თანხა წაართვეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ "ლიბერთი ბანკის" გამსვლელ მოლარე-ოპერატორს - 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა - 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება...პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი, ნოდარ დავითაძე ცემეს და დააყაჩაღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი