თბილისში ყოფილი ცოლი და სიდედრი, სავარაუდოდ, ყოფილმა პოლიციელმა მოკლა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე - არსებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ყოფილი პოლიციელია. ამაზე საუბრობენ მეზობლები, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებენ. 

"მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმეა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია და ვარკვევთ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი