რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

რუსთავში, 23-ე საჯარო სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს, - "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 23-ე საჯარო სკოლიდან, ორმა 20 წლამდე პირმა, პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს.

გამოცემა წერს, რომ ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ. სამართალდამცავებმა გამოძიების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს.

ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი