ფემიციდის საზარელი შემთხვევა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მცირეწლოვანი ბავშვების თავალწინ მოკლა. დოლიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა სასტიკი დანაშაულის შესახებ სწორედ ბავშვებისგან გაიგეს. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც სისხლიანი ანგარიშსწორებისას, ასევე სახლში იმყოფებოდა, ძალოვანებმა ის უკვე გამოკითხეს. თავად თავდამსხმელი პოლიციელი ახლა კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა. ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა.