საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს საქართველოში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

2 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 გახლავთ იმპორტირებული და 2 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 341
  • გამოჯანმრთელებულია - 1 092 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 082
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი