თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის, 1958 წელს დაბადებული ს.ა.-ს კუთვნილი ავტომანქანიდან, 2 კგ. და 300 გრ. ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.