სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე - 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
მომხდარზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
შსს-ს მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.