"ევექსის" კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"ევექსის" კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. 17 მედიკოსი, რომელთაც ინფიცრებულთან შეხება ჰქონდათ, კარანტინში გადაიყვანეს.

ინფიცირებული ექიმი ვაჟა ფშაევლას 40 ნომერში მდებარე კლინიკაში მუშაობდა. ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ირკვევა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე მას კონტაქტი ჰქონდა  როგორც მედიკოსებთან, ასევე პაცინეტებთან.

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, კლინიკაში უკვე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ჩვენს თანამშრომელს კვლევისას დაუდასტურდა კოვიდ-19. ყველა პირი იქნა იდენტიფიცირებული, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი და გადანაწილდნენ საკარანტინე სივრცეებში. კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად, რისკი არის მინიმალური, - ამბობს "ევექსის" კლინიკების რეგიონული კოორდინატორი ტატო თოდუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი