მარნეულში, სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი