სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - დაჭრილია თავდამსხმელი

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს, ავტომატით შეიარაღებული პირი, ანრი მილორავა, დაესხა თავს. 

კაცმა სახლს ესროლა, ნატყვიარი ემჩნევა ფანჯრებს, კედლებს. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა ჭერს, რის შედეგადაც სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მან ყოფილ პოლიციელს თავში შუშის ბოთლი ჩაარტყა.

ყოფილმა პოლიციელმა სახლიდან იარაღი აიღო და თავდამსხმელი დაჭრა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

მიგინეიშვილი დაკავებულია. უცნობია რა იყო დაპირისპირების მოტივი. 

"ვიღაცა მოუვარდა, ჩემი შვილი თამაშობდა და დაესხა თავს...კვამლი ამოდიოდა, ცეცხლი იყო ჩემი მეუღლე რომ მოვიდა. მე არ ვიყავი.

[ჟურნალისტი: მიზეზი რა იყო?]

მე არ ვიცი, არაფერი... მე არ ვიცნობ პირადად [თავდამსხმელს] და ლევანიც ამბობს, მე არ ვიციო, ასე გვითხრა ჩვენ. ჩემი შვილი დაკავებულია და მეტი არაფერი არ ვიცი," - ამბობს ყოფილი პოლიციელის დედა, რუსუდან საღარეიშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი