ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე დაზარალებულები ჯაბა ზარასპაშვილი და დათო დანელია გამოკითხეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, თუმცა დანელიამ თქვა, რომ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.
საქმეს არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.
"40 ან ორმოცზე მეტი დაახლოებით [ადამიანი იყო] თავი მტკივა, არც მინდოდა მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლებლოდა, რომ არ მოვსულიყავი. გათიშული მე ვიყავი, მანქანასთან რომ ვგდივარ", - თქვა დანელიამ.
ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ ასევე: