სარფში მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანას ცდილობდა - შემოსავლები

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. უწყების თქმით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

 "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი ,,Methadone 40" და 14 კაფსულა ,,Galara” (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი