არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს - თურნავა სებ-ზე

გამოქვეყნდა:

არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბანკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - უთხრა თურნავამ "ფორმულას".

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-ი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.

გარდა ამისა, გადაიდო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო. 

ცნობისთვის, სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ, თუმცა ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის გამო, წერილი ვეღარ გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი