ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. ინფორმაცია თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა. ცქიტიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა - “როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება”.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ.  ოპოზიციის მტკიცებით, პეტიცია სუს-ის ზეწოლის გამო არ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, აირჩია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი